გიორგი მღებრიშვილი - იყო კარგი პოლიციელი, ნიშნავს იყო გმირი
02-06-2016, 02:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მილოცა.

 

მიმაჩნია, რომ იყო კარგი პოლიციელი, უკვე ნიშნავს იყო გმირი, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.


”მე ვიცი რას ნიშნავს იყო პოლიციელი. მე ვიცი, რას ნიშნავს იყო პოლიციელის ოჯახის წევრი. მე ვიცი რას ნიშნავს ყოველ დღე, შენი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდე სხვა ადამიანის სიცოცხლისა და უსარფთხოების დასაცავად და თავს არ ზოგავდე ამისთვის. მე ვიცი რას ნიშნავს გეღუპებოდეს თანამებრძოლი. მე ისიც ვიცი, რა გრძნობაა, როდესაც ბოროტებაზე იმარჯვებ. ვიცი, რა გამოწვევების წინაშე დგახართ ყოველ დღე და არ ეპუებით.

 

ისიც კარგად ვიცი რამხელა მოტივაცია და სიამაყეა, როდესაც შენი პროფესია გაძლევს საშულებას იზრუნო ადამიანებზე და მათ სიმშვიდეზე.

 

კარგად მესმის, როგორი პასუხისმგებლობაა გერქვას საქართველოს პოლიციელი. იყო ნამდვილი პოლიციელი - ეს არის მოწოდება, მოწოდება იდგე შენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი მართლწესრიგის სადარაჯოზე დღე და ღამე, სადაც არ უნდა იყო, 24 საათი. ამიტომ მიმაჩნია, რომ იყო კარგი პოლიციელი უკვე ნიშნავს იყო გმირი”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ასევე კარგად ესმის რა მსხვერპლი გაიღეს ოჯახებმა, რომელთა ახლობლები სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისას დაიღუპნენ.
”ეს ადამიანები ჩვენს გვერდით აღარ არიან, თუმცა მათ ოჯახებს, შვილებს საქართველოს პოლიცია, ჩვენი სისტემა და მე პირადად, ყოველთვის ზურგს გავუმაგრებთ. ეს ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია”,- განაცხადა მღებრიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი