თავსხმა წვიმებსა და წყალდიდობას გერმანიაში მსხვერპლი მოჰყვა – ერთ–ერთ სკოლაში ჩარჩენილი 250 ბავშვი მაშველებმა გაიყვანეს
02-06-2016, 02:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავსხმა წვიმების შედეგად წარმოშობილ წყალდიდობას გერმანიაში, სამხრეთ ბავარიის ქალაქ სიმბახში სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ "დოიჩე ველე" ავრცელებს.

 

 

გერმანული მედიის თანახმად, გარდაცვლილები ერთ სახლში იპოვეს. პოლიციას მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. ხელისუფლება კვლავ ატარებს სამძებრო სამუშაოებს და ცდილობს გაარკვიოს არის თუ არა უფრო მეტი ადამიანი დაკარგული.

 

 

კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი იპოვეს ბავარიის ჯულბახის დასახლებაში, როტალ–ინში.

 

 

ოფიციოზმა როტალ–ინში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ოთხშაბათს, მას შემდეგ რაც გადაუღებელმა წვიმებმა ბავარიის მხარეში რამდენიმე ქალაქი და სოფელი დატბორა.

 

 

სამაშველო ვერტმფრენების მეშვეობით, ადამიანები, რომლებიც თავიანთ სახურავებზე იყვნენ ასული, სტიქიისგან იხსნეს. სიმბახსა და ინში პოლიციის ოფისებიდან ევაკუაცია განხორციელდა, რადგან შენობები წყლით გაივსო.

 

 

ქალაქ ტრიფტენში კი 250 ბავშვი სკოლაში იყო ჩარჩენილი და სამაშველო სამსახურების დახმარებით, მათ საბოლოოდ, თავი დააღწიეს შენობიდან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი