გიორგი მღებრიშვილი - პოლიციელების ერთიანობის ძალას ალტერნატივა არ აქვს
02-06-2016, 03:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნამდვილი დასავლური ღირებულებების სახელმწიფო არის ის, სადაც პატივს სცემენ პოლიციელს, - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ასევე ნამდვილი დასავლური ღირებულებების სახელმწიფო არის ის, სადაც პატივს სცემენ საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე დაცემულ გმირებს.

შს მინისტრის თხოვნით, ღონისძიებაზე დამსწრეებმა დაღუპული პოლიცილების ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

”რამოდენიმე წუთის წინ აქ შესრულდა საქართველოს ჰიმნი, რომელიც შეასრულა ვაჟთა გუნდმა. ამ ბიჭების ხმებს შორის ერთი განსაკუთრებულად მომწვდა. აქ დგას ჩვენი გარდაცვლილი პოლიციელის ბექა მარგიშვილის ვაჟი. მე ზუსტად ვიცი რა სულისკვეთებით იზრდება ის. მე ზუსტად ვიცი, მან იცის, რომ ის გმირის შვილია. დიახ მეგობრებო, პოლიციელი გმირია, ხოლო ნამდვილი დასავლური ღირებულებების სახელმწიფო არის ის, სადაც პატივს სცემენ პოლიციელს და საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე დაცემულ გმირებს.

 

მე ვიცი რას ნიშნავს პოლიციელების ერთად დგომა და რა ძალა აქვს ამას. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ვიდგეთ ერთად და ჩვენი მისიის კეთილისნდისიერი შესრულებით, ჩვენი თავდადებით ხელი შევუწყოთ საქართველოს სტაბილურობასა და განვითარებას.

 

ჩვენ გამოვუცხადეთ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალს და ამ ბრძოლაში თითოეული თქვენგანთაგანის სულისკვეთებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დიახ, მე კარგად მესმის, რომ პოლიციელების ერთიანობის ძალას ალტერნატივა არ აქვს”, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი