ირაკლი შოთაძე: მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არანაირი გამოძიება და არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს
02-06-2016, 03:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არანაირი გამოძიება და არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.

 

 

„არასდროს საქართველოს პროკურატურაში არანაირი ინფორმაცია, არანაირი განცხადება, არანაირი საჩივარი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არ შემოსულა. ეს არის ცალსახა ტყუილი. ყოველთვის არის შესაძლებელი წინასწარ, ვიდრე ინფორმაცია გავრცელდება, ჩვენთან ამ ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა არავის გადაუმოწმებია. აშკარაა, რომ გუშინდელი ინფორმაციის გავრცელების მიზანი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ვითომ ჩვენ დევნას ვახორციელებთ მოსამართლე გუჯაბიძის მიმართ, აშკარად მიზანმიმართულია პროკურატურის დისკრედიტაციისკენ და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც ”რუსთავი 2”-ის საქმის ერთ-ერთი განმხილველია, თაღლიღობაშია შემჩნეული. როგორც გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან გაფლანგა სახელმწიფო ქონება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი