გიორგი ვოლსკი: მართალი გითხრათ, გამიკვირდა გუბაზ სანიკიძის განცხადება
02-06-2016, 04:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი ეროვნული ფორუმის ერთ–ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის მიერ ბიძინა ივანიშვილის წერილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება. ვოლსკი მიიჩნევს, რომ სანიკიძე ცდება.

 


„მართალი გითხრათ, გამიკვირდა გუბაზ სანიკიძის განცხადება. მგონია, რომ სანიკიძეს უნდა შეეფასებინა თვითონ განცხადება და გარკვეული პასაჟები ამ მოხსენების. ვფიქრობ, გაცილებით უფრო ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს და მის შესაძლებლობებს, ვიდრე თვითონ ჰგონია და გამოხატა. ვფიქრობ, გუბაზ სანიკიძე ცდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

"აბსოლუტურად გაუმართლებელი, თითიდან გამოწოვილი და ემოციას მოკლებული, რაღაც სადღეგრძელო, ძალიან მდარე ხარისხის თამადის სადღეგრძელო, რომელსაც ხშირად სუფრაზე აღარ უსმენენ ხოლმე," ასე აფასებს "ეროვნული ფორუმის" ერთ–ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ორშაბათს გამოქვეყნებულ ღია წერილს.


"აბსოლუტურად უნიჭო კაცის დაწერილი არის. მაგალითად, სიტყვაზე – თბილისის ცენტრში არის 4 მსოფლიო რელიგიის საკულტო ნაგებობა და იქ წერია რატომღაც ზოროასტრული ნაგებობა, და სად ნახეს ეს მათ და ზოროასტრული რელიგია როდის მერე გახდა მსოფლიო რელიგია, ანუ ძალიან უვიცი კაცის დაწერილი არის ის. აბსოლუტურად გაუმართლებელი, თითიდან გამოწოვილი და ემოციას მოკლებული, რაღაც სადღეგრძელო, ძალიან მდარე ხარისხის თამადის სადღეგრძელო, რომელსაც ხშირად სუფრაზე აღარ უსმენენ ხოლმე. შემდეგ ის დაღეჭილი თემა რომ... აი ახლა ამ წერილს უცხოელები, საელჩოები გაეცნობოდნენ ხომ? და ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დარჩებოდა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მოყვანილი რომ არის ეს ცნობილი ფაქტი, რომ ძალიან ახლოს ერთმანეთთან დგას ქრისტიანული ტაძარი, მინარეთი და ზოროასტრული შენობა. მე შემიძლია უცებ, სულ ცოტა 100 ქალაქი დაგისახელოთ, სადაც ასეთი ვითარება გვაქვს მსოფლიოში. ანუ ეს არის ძალიან სერიოზული უვიცობის გამოვლენა. ეს ნაწილი უწიგნურის დაწერილია, ფაქტია, ვინ არის არ ვიცი.

 

 

მე–2 ნაწილი, უფრო სერიოზული ნაწილი, საგარეო ორიენტირები. ეს არის განულებული, არაფრისმთქმელი, არაფერი სიახლე, რაღაცა ძველ ჩარჩოში მოქცეული და კიდევ, საკუთარ სამშობლოს ცოტა მეტი პატივი ვცეთ და მარტო სატრანზიტო ქვეყნად ნუ განვიხილავთ. აბსოლუტურად, ახალი არაფერი ნათქვამი არ არის – ზღაპრები, ზღაპრები და ზღაპრები," განაცხადა TVპირველის ეთერში გუბაზ სანიკიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი