ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ დეპუტატ გუბაზ სანიკიძის განცხადება მისთვის საინტერესო არ არის, ხოლო პაატა ბურჭულაძეს ურჩევს, არ იცრუოს.
მან დღესვე სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ისა და ”ტაბულას” ეთერში სტუმრობის სურვილი გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ტელეკომპანიები მას ”სიცრუეზე პასუხის გასაცემად დროს მისცემენ”.
”მე მზად ვარ შევხვდე ექსპერტებს, თუ მათ ამის სურვილი გაუჩნდებათ, უფრო მეტად კრიტიკულად განწყობილ ექსპერტებს, მათ მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებზე მეც მექნება ჩემი დამოკიდებულება. ამავდროულად, შევეცდები გავაგრძელო შეხვედრები უფრო კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებთან, ”რუსთავი 2”-თან და ”ტაბულასთან”, მე ერთი პირობა მექნება მხოლოდ, დამითმონ არსებული გადაცემების ერთი ნაწილი. სიცრუის ტირაჟირება ხდებოდა ჩემი პერსონის მიმართ და გავაკეთოთ პირველი ნაწილი იმაზე, რაც ჩემზე გააკეთეს, რომ პასუხი გავცე და მეორე ნაწილში დამატებით კითხვებს ვუპასუხებდი, რაც მათ გააჩნიათ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.