ღარიბაშვილი „ნაციონალებს“: თქვენს რიგებში მოიკითხეთ ე.წ. „კანონიერი ქურდი“, შეიძლება მანდ იმალება
25-07-2014, 08:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლება უკომპრომისოა.

 


აღნიშნულის შესახებ პრემიერმა უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა. ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა, რის შემდეგაც შევხედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 


საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი დაინტერესდა ერთ-ერთი ე.წ. "კანონიერი ქურდის" ადგილსამყოფელით, რომელიც მისი თქმით საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააპარა.

 


"შსს-მ 2013 წელს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 70 პირი დააკავა. 2014 წლი 6 თვეში კი 25 პირი. შედარებისთვის, წინა ხელისუფლების დროს, კერძოდ, 2011 წელს თქვენ დააკავეთ მოლოდ 10 წევრი და მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პოლიტიკა, აბსოლუტურად ყველასთვის ნათელია. ჩვენ უკომპრომისო ვართ კრიმინალთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. თქვენს დემაგოგიურ და უსაფუძვლო ბრალდებაზე კი კომენტარს არ გავაკეთებ"-განაცხადა ღარიბაშვილმა, რის საპასუხოდაც გაბაშვილმა განაცხადა, რომ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას ახლანდელი ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად ვერ ასწავლის.

 

 

"მე კონკრეტულად გკითხეთ კანონიერი ქურდის დეპორტაცია მოხდა საქართველოში. ამ ინფორმაციას ხო არ ფლობთ როგორ გააპარეთ ან ვინ გააპარა კანონიერი ქურდი, ვინ მფარველობდა მას, ან აქ ხომ არ არის მართლაც?!"-განაცხადა გაბაშვილმა.

 


ღარიბაშვილმა გაბაშვილს უპასუხა, რომ შესაძლოა მართლაც იმყოფება დარბაზში ე.წ. "კანონიერი ქურდი" და საპარლამენტო უმცირესობას მოუწოდა ის თავიანთ რიგებში მოეძებნათ.

 


"თქვენს რიგებში მოიკითხეთ, არ ვიცი, შეიძლება მანდ იმალება" - უპასუხა ღარიბაშვილმა.

 


გაბაშვილის თქმით კი, ის არავის არაფერს არ აბრალებს, მხოლოდ კითხვას სვამს თუ სად იმყოფება ე.წ. "კანონიერი ქურდი".

 


"თქვენ ეტყობა ინფორმაციის მოთხოვნა და ბრალდება ერთმანეთში გეშლებათ. მე არავისთვის არაფერი დამიბრალებია, მე უბრალოდ ვიკითხე. ფაქტს უკრაინის შსს და საქართველოს საკონსულო ადასტურებს. სად არის კაცი? თქვენ კი პასუხი არ გაქვთ"-განაცხადა გაბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი