"ნაციონალური მოძრაობა": ეუთო-ს ანგარიში იზიარებს ოპოზიციური ძალების მიერ გამოთქმულ კრიტიკას
02-06-2016, 07:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეუთო-ს დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ოფისის 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების კამპანიის საჭიროებათა პირველ შუალედურ ანგარიშს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ეხმაურება.

 

 

„ანგარიში იზიარებს ჩვენი და სხვა ოპოზიციური ძალების მიერ გამოთქმულ კრიტიკას საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის მათემატიკური გამოთანაბრება, ოლქების უშუალო საზღვრების განსაზღვრის პროცესი მოხდა გაუმჭვირვალედ და არ გაითვალისწინა ეუთო-ს წინა რეკომენდაციები. დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ემუქრება არხს შეუფერხებლად განაგრძოს მაუწყებლობა. ასევე აღნიშნულია შესაძლო ზეწოლა ცნობილ ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებზე. ანგარიშში, ასევე, გაკრიტიკებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში 210 ახალი წევრის დანიშვნის გაუმჭვირვალობა. ენმ და სხვადასხვა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთხელ აღნიშნავდნენ რომ ა.წ. 4 თებერვალს ჩატარებული კონკურსის შედეგად საოლქო კომისიებში მმართველ ძალასთან უშუალოდ დაკავშირებული ათეულობით წევრი დაინიშნა. ანგარიშში საუბარია რომ რეგიონებში არსებობს საარჩევნო კამპანიის პროცესში უსაფრთხოების სამსახურის ჩარევის, ამომრჩეველთა დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საფრთხე, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში,რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული“, - განაცხადა ტუღუშმა.

 

 

ეუთო-ს ანგარიშის თანახმად, საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტის დროს, შეხვედრებზე „გამოითქვა განსაკუთრებული შეშფოთება წინასაარჩენო კამპანიის ჩატარების გამო, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ კონკურენტ ძალებსა და ამომრჩეველზე შესაძლოა განხორციელდეს ზეწოლა, ასევე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პოტენციური რისკის გამო“.

 

 

„ექსპერტების ძირითადი გუნდის გარდა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საჭიროების შემფასებელი მისია გამოდის რეკომენდაციით, გაიგზავნოს 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი ეუთო-ს წევრი სახელმწიფოებიდან, წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე გაიგზავნოს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი არჩევნების დღეს მონიტორინგის განსახორციელებლად“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ეუთო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი