ყვარელში, ახალსოფლის მთებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
მათივე განმარტებით, მიმდინარეობს სამუშაობი ცხედრის გამოსაყვანად და პროზექტურაში გადასასვენებლად, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილი შესაძლოა კახეთში რამდენიმე თვის წინ დაკარგული სამი მონადირიდან ერთ-ერთია, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
როგორც ცნობილია, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორის 4 მკვიდრი სანადიროდ 2015 წლის 28 დეკემბერს წავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა, დანარჩენები კი ამ დრომდე არ დაკარგულებად ითვლებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.