თურქეთმა საკუთარი ელჩი გერმანიიდან კონსულტაციებისთვის გაიწვია. თურქული მედია იტყობინება, რომ ეს განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გააკეთა.
„ელჩი კონსულტაციების გამართვის მიზნით გავიწვიეთ. ბუნებრივია, მას შემდეგ რაც რეზოლუციის ტექსტს გავეცნობით, შესაბამის ზომებს მივიღებთ. ჩვენი ერი არასდროს ემორჩილებოდა არავიც ბრძანებებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მან გერმანიის ბუნდესტაგის მიერ სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუციის მიღება დაგმო.
„ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. თურქი ხალხის წარსული ყველასთვის ცნობილია. ჩვენი ერი ამაყობს თავისი წარსულით“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.
დღეს ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 1915-16 წლებში განვითარებულ მოვლენებს სომეხთა გენოციდად აფასებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.