ცენტრალურ აფრიკაში საქართველოდან 4 ივნისს საგამოძიებო ჯგუფი გაემგზავრება. როგორც ცნობილია, ჯგუფი დაკომპლექტებულია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის სამსახურის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური სტრუქტურების დეპარტამენტის წარმომადგენლებით, მთავარი პროკურატურის პროკურორითა და ექსპერტით.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ეხება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებას უცხოელი სამხედროების მიერ მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის მიერ 2016 წლის 29 იანვრს გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის შემოდგომის მისიის დროს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოელმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ შესაძლო სექსუალური ძალადობა განახორციელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.