ჩვენ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ ”არა” წამებას და მწამებლებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და რა დროსაც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი დანაშაული, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ანგარიშის ''წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის ანალიზი და პრევენციული რეკომენდაციები'' პრეზენტაციის დაწყებამდე გააკეთა.
”წამება განეკუთვნება დანაშაულთა იმ კატეგორიას, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობის ვადა - მნიშვნელობა არ აქვს დანაშაული 2004 წელს, 2007 წელს, 1997 წელს თუ 1992 წელს მოხდა. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, არამედ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ დღეს ვინმეა დაუსჯელი ამ უაღრესად, ყველაზე არაადამიანური ქმედებისთვის, რასაც ჰქვია ადამიანის წამება. ეს არის ალბათ ნომერ პირველი თემა, რომელიც ადამიანს აქცევს ადამიანად ან პირიქით, ადამიანს აკარგვინებს ადამიანობას, თუკი ვინმე ამას აკეთებს. ასე რომ, აუცილებელია ამ თემებზე ღრმა, სისტემური, მიუკერძოებელი მსჯელობა. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს რომელიმე პოლიტიკური პროცესის შემადგენელ ნაწილად",- განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.