მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უკვე ვიცოდით, ყველა ჩვენგანისთვის მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს საშინელება ჩვენს სამშობლოში ხდებოდა. დღეს დაიდო დასკვნა, რომლის ერთი გადახედვითაც კი საკმარისია, რომ მთელი სურათი თვალწინ დაგვიდგეს და კიდევ ერთხელ შეგვძრას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი ანგარიშისა და რეკომენდაციების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა, შანტაჟი და შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, ქონების წართმევა და მკვლელობები - ამის მომსწრენი გავხდით ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც ოფიციალურად დეკლარირებდა ევროპულ კურსს. დასკვნაში თავმოყრილი და დასაბუთებული ფაქტები კიდევ უფრო შემზარავია და უფრო ნათელ წარმოდგენას იძლევა, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში.
მასშტაბები რომ შემაშფოთებელი იყო და მართლაც სისტემურ ხასიათს ატარებდა, ეს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებითაც დასტურდება. ეს არის ათასობით საქმე, რომლის გამო მრავალი პირი უკვე მიცემულია პასუხისგებაში და მრავალი საქმე სასამართლოშია გადაცემული. არის საქმეები, რომელთა გამოძიებაც ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ის პირები პასუხს აგებენ კანონის სრული სიმკაცრით.
რა თქმა უნდა, გამოძიება და სამართალწარმოება თავისი გზით წავა, ჩვენ კი უნდა ვიყუროთ და ვიაროთ წინ, თავი უნდა დავაღწიოთ უმძიმეს წარსულს იმისთვის, რომ არ გავხდეთ ამ სისასტიკის მძევალი, ” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სასტუმრო ”ჰუალინგში” ანგარიში - ”წარსულში ( 2004-12 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ” წარმოადგინა. დასკვნა მომზადდა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ.
”2012 წლის 18 სექტემბერს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულმა ე.წ. ,,ციხის კადრებ’’-მა, რომლებიც ასახავდა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი და მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რამაც განაპირობა სამუშაო ჯგუფის შექმნა. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და შეფასებები ეკუთვნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ეყრდნობა კომიტეტის აპარატისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ კომიტეტში შემოსული განცხადებების შესწავლასა და ანალიზს; ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ შეფასებებს, სტატისტიკას და სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს. სამუშაო ჯგუფი წინამდებარე ანგარიშს გადასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში; დოკუმენტი საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოებისათვის”, - აცხადებს კომიტეტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.