ჩვენ უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ არ დაგვეშვა სამოქალაქო დაპირისპირება და ანგარიშსწორება, ანგარიშსწორება და შურისძიება ეს არის გუშინდელი დღე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი ანგარიშისა და რეკომენდაციების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"დღეს ხშირად გვესმის ამ დაუნდობელი სისტემის შემქმნელებისგან, სრულიად უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი ბრალდებები ჩვენი ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად ამდენი ბინძური და ტყუილი ბრალდებისა, ზუსტად იციან, რომ დღეს ყველაზე რადიკალური შეფასებების გამოც კი მათ არ დაუპირისპირდება სახელმწიფო მანქანა, ისინი არ გახდებიან შანტაჟის და ანგარიშსწორების მსხვერპლნი და ეს გახლავთ სწორედ ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის მონაპოვარი. ამით არის გამორჩეული ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. ანგარიშსწორება და შურისძიება ეს გახლავთ გუშინდელი დღე. რეგრესი და განვითარების შეფერხებაა იმაზე ფიქრი, თუ როგორ გადავუხადოთ სამაგიერო იმ ადამიანებს, რომელიც ყველაფერი ამის სათავეში იდგნენ.
ჩვენი მიზანი მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი, თანამიმდევრული განვითარება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაა. ჩვენი მიზანია ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც აღარ იქნებიან ჯალათები და მსხვერპლი. ეს რომ აღარ განმეორდეს, მნიშვნელოვანია არა მარტო მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევა, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება, გაანალიზება, მიზეზების დადგენა და რაც მთავარია, უნდა გატარდეს პრევენციული ზომები, რათა აღარასოდეს, არც ერთმა ხელისუფლებამ არ დაუშვას ადამიანის მიმართ მსგავსი ქმედებები,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.