„ჩემს მოღვაწეობაში ვერ ნახავთ ისეთ ხაზს, რომ მე ქვეყნის საწინააღმდეგო რამე გამეკეთებინოს“ - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო თავისუფლების ერთობლივ პროექტში, გადაცემა „ინტერვიუში“ გააკეთა.
„ჩემს მოღვაწეობაში ვერ ნახავთ ვერც ერთ ისეთ ხაზს, თუ „რუსთავი-2“-ს არ მოუსმენთ - სიცრუის მანქანას, ვერ ნახავთ ისეთ ხაზს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამე გამეკეთებინოს. ვფიქრობ, მე მთელი ცხოვრება სინდისით ვცხოვრობდი“- აღნიშნა ივანიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა სტატუსით იმყოფებოდა ყოფილი პრემიერი გადაცემაში, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ის არის რიგითი მოქალაქე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.