საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ის, რაც საყდრისის გარშემო მოხდა, ”რუსთავი-2”-მა და ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელოვნურად შექმნეს.
ყოფილმა პრემიერმა ამ თემასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა ”ინტერვიუში” ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოხვდა კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხი მის ღია წერილში, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს საკითხი პრობლემური არ ყოფილა.
”თქვენი აზრით, საყდრისი უნდა მეხსენებინა და ეს წერილის შინაარს შეესაბამებოდა? საყდრისი სულაც არ იყო პრობლემური, ეს იყო ”რუსთავი 2” და ”ნაციონალური მოძრაობის” გუნდის მიერ შექმნილი ხელოვნურად.
კარგი რაც ჰქონდა ამ ადგილს, რასაც ჰქონდა სიძველესთან კავშირი, ყველაფერი ამოღებულია. მუზეუმის დაფინანსება მიდის, კულტურის სამინისტრო ჩართულია. საუკეთესო მუზეუმი ექნება საქართველოს. ყველას შეეძლება მივიდეს და ნახოს, რასაც სიძველესთან ჰქონდა კავშირი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.