„ჯერ კიდევ 6 თვის მერე პრემიერ მინისტრობიდან მკითხა ღარიბაშვილმა - ხომ არ არის ბატონო ბიძინა ჩემი წასვლის დრო? - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოსვლისას.
"თქვენ წახვედით ღირსეულად, ძალიან ვაფასებთ, ძალიან უყვარხართ ხალხს, ძალიან მოეწონათ თქვენი ნაბიჯები, ხომ არ არის დრო, რომ მეც გადავდგა შესატყვისი ნაბიჯი. ეს ადრეც დაუსვამს კითხვები. მე ჩემს აზრს გამოვთქვამდი ყოველთვის. შეიძლება ადრეც ვუთხარი წახვიდე,ან ეხლაც ვურჩიე არ წახვიდე, პრინციპულად, ხომ არ ჯობია, უფრო გვიან. არ ყოფილა ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ გინდა თუ არა 5 წუთში ეხლა როგორმე გადადექი,“ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მისი გუნდს წევრები მის მიერ პოლიტიკაში შემოტანილ თამაშის წესებს - თანამდებობიდან დროულად წასვლას - ანგარიშს უწევენ.
„სწორედ ამ პრინციპით ღარიბაშვილთან გადავაფასეთ ის მოვლენები, რომელიც მოხდა მისი პრემიერობის დროს და მე ვთქვი, რომ იქნებ ცუდი არ იყოს,“ აღნიშნა ივანიშვილმა.
მანამდე კი მან თქვა, რომ ღარიბაშვილის პოსტიდან წასვლა ღირსეული გადაწყვეტილება იყო. მან გამორიცხა, რომ ღარიბაშვილის გადადგომა მისი მხრიდან იძულების შედეგი იყო.
ჟურნალისტის შეკითხვას - „ურჩიეთ თუ არა მას [ღარიბაშვილს] გადადგომა, ივანიშვილმა ასე უპასუხა:
„მე ვმონაწილეობდი და მას ჰქონდა კონსულტაციები ჩემთან, რაც ნორმალურია. აბა თქვენ როგორც წარმოგიდგენიათ, ძალით როგორ შემეძლო, ზრდასრული ადამიანი, აბსოლუტურად პრინციპული, განათლებული, ძალიან ერუდირებული, ვთქვათ ღარიბაშვილი, რანაირად შეიძლებოდა, რა მექანიზმებით შემეძლო მე მეიძულებინა ვთქვათ, მას არ უნდოდა და წასულიყო თანამდებობიდან. მე ვფიქრობ, რომ მან გააკეთა ძალიან ღირსეული ნაბიჯი. იქნებ მეც ვინმემ მაიძულა მაშინ ესე თუ წავიდა. მე ვიღამ მაიძულა წასვლა, მე ხომ წავედი. ის ხომ ჩემი გუნდის წევრი იყო და მე ძალიან დიდ ხანს ვიცნობდი. ღარიბაშვილი მე არ გამიცვნია პოლიტიკაში. მან შეაფასა სიტუაცია, მას ჰქონდა ჩემთან რამდენჯერმე ანალიზი, უფრო ადრეც თუ გნებავთ, ჰქონდა ამის მსგავსი შეკითხვები, რომ ხომ არ არის დრო, რომ მე წავიდე, ხომ არ ჯობია, რომ მე წავიდე. ეს საუბრები გვქონდა ჩვენ და ნორმალურია, რამდენადაც მე უფროს მეგობრად მთვლიდა. ის რაც მოხდა ჩემი წასვლით ვთქვათ და რომელსაც ყურადღებას არ აქცევს არც ანალიტიკოსი და არც ექსპერტი და შესატყვის შეფასებებს, ჩემი აზრით, ვერ აძლევენ, პირველსავე წერილში განვსაზღვრე, რა დროით მოვიდოდი და როდის წავიდოდი. და მახსოვს მაშინდელი დამოკიდებულება პოლიტიკოსების - ამას ყველა ამბობს და ვინ წასულა. მართლაც არავინ არ წასულა,“ თქვა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.