ზეწოლა მურუსიძეზე „ნაციონალური მოძრაობისგან“, მისგან მართული მედიისა და NGO-ების მხრიდან მიანიშნებს, რომ მან მოახერხა თავი დაეღწია „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლისთვის, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “ინტერვიუში".
"შევხვდი მურუსიძეს, მანამდე შევხვდი კუბლაშვილს და მასთანაც მქონდა თხოვნა, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი, რომ გათავისუფლდნენ ძველი გუნდის ზეწოლისგან, ხოლო ახალი გუნდი არ იკადრებს, რომ ჩაერიოს სასამართლო სისტემაში. ვნახე, რომ კუბლაშვილი ვერ გამოდიოდა ამ გავლენისგან და შევხვდი მურუსიძესაც. მასაც ვუთხარი, რომ იქნებ როგორმე მოახერხოთ და გათავისუფლდეთ ძველი ხელისუფლების წნეხისგან. ჩემთან ერთად ფინანსთა მინისტრიც იყო და იქ წუხილები გამოითქვა, რომ მათ ძალიან დაბალი ხელფასები ჰქონდათ. ხელფასებიც, მე მგონი, 70 თუ 80 %-ით გავუზარდეთ. შეგახსენებთ, რომ კუბლაშვილის სასამართლოში, 2013 წელს როდესაც მურუსიძე აირჩიეს მეორე კაცად - სასამართლოს მდივნად, არავის კრიტიკა არ გამოუთქვამს. ამის შემდეგ გამოიტანეს გირგვლიანის თემა და დღეს იხატება ისე, თითქოს მურუსიძის ბრალია ყველაფერი. მე ტელემაყურებელს შევახსენებ კიდევ ერთხელ, რომ ჯერ იმდროინდელმა პარლამენტმა ერთ დღეში სამი მოსმენით მიიღო და შეცვალა კანონი, გაუნახევრეს სასჯელი, ვისაც მკვლელობაში ჰქონდა მონაწილეობა, შემდეგ კი პრეზიდენტმა ამნისტია გამოუცხადა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, „ქართული ოცნებამ" მიიღო სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ აწყობილი სასამართლო, სადაც მოსამართლეები იყვნენ მსხვერპლნი.
"ჩვენ გვქონდა არჩევანი - ან უნდა მოვქცეულიყავით როგორც მოიქცა სააკაშვილი და გახსოვთ, რაც უქნეს მოსამართლეებს, ან უნდა დავლოდებოდით და სასამართლოს თვითონ მოეხერხებინა ძველი ხელისუფლების ზეწოლისგან გათავისუფლება, ხოლო ახალი - არ ჩავრეულიყავით. შეგახსენებთ, რომ მურუსიძის მდივნად დანიშვნაზე კითხვა არ გაჩნდა და უფრო გვიან ამხელა ტალღა აგორდა. ამ ტალღებს ვინ აგორებს და აგიტაციის მანქანა ვის აქვს, ეს ძალიან კარგად ვიცით - „ნაციონალური მოძრაობა“ ახერხებს. რატომ ააგორეს ტალღა მურუსიძეზე და რატომ მოხდა ეს, ჩემში ეჭვს კი არ ბადებს, რომ ის ცუდად იქცევა დღეს, პირიქით, ძალიან დიდი ალბათობით, მან მოახერხა და გათავისუფლდა „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლისაგან. სწორედ ეს აღიზიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.