ბიძინა ივანიშვილი: მოვედი ერთადერთი ვალდებულების განცდით და გრძნობით, რომ შემეძლო და უნდა დავხმარებოდი ჩემს ქვეყანას
02-06-2016, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“პირველივე წერილში განვსაზღვრე რა დროით მოვიდოდი და როდის წავიდოდი. მახსოვს მაშინდელი დამოკიდებულება პოლიტიკოსების – „ასე ამბობს ყველა, ვინ წასულაო”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერვიუში“ სტუმრობისას.

 

 

“სად გინახავთ, რომელ ქვეყანაში, ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ, მოვიდა პიროვნება, შეაგროვა გუნდი, გაიმარჯვა და წავიდა. პრეცედენტი არ არსებობს. ეცადნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ბიჭები, რაღაც აბსურდზე ისაუბრეს, მაგრამ პრეცედენტი არ არის მსგავსი, არავის ამის შეფასება არ უნდა.

 


მარტო ის გაინტერესებთ, რაც აინტერესებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ როგორმე დაასაბუთოთ არაფორმალური მმართველობაა, ქვეყანა იღუპება და ინგრევაო.

 


იქნებ გავიხსენოთ როგორ წავედი. პირველსავე შუალედში დავალაგე როგორც საჭირო იყო და როგორც სჭირდებოდა ქვეყანას. მოვედი იმ სფეროში, რომელიც აბსოლუტურად უინტერესო იყო ჩემთვის. მოვედი ერთადერთი ვალდებულების განცდით და გრძნობით, რომ შემეძლო და უნდა დავხმარებოდი ჩემს ქვეყანას, ეს მოვახერხე. მოვედი და პირველსავე წელიწადში განვაცხადე, მოვალ ამას გავაკეთებ და გავაკეთე. საოცარია, ზუსტად იმ შუალედურ დროში გადავდექი.

 


უპრეცედენტო რამ შევქმენი ქვეყანაში, სადაც არავის წასვლა აღარ უნდა როგორც კი მოდის. ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც ვთქვი ხელისუფლების ზენიტში მყოფმა პიროვნებამ“, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი