საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს დღეს უყრის
03-06-2016, 01:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს დღეს უყრის.

 

 

როგორც ცნობილია, მმართველი უმრავლესობა ვეტოს დაძლევას არ აპირებს და პრეზიდენტის პროექტის მხარდაჭრას გეგმავს.

 

 

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადებები შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების ქვორუმს, მოსამართლეთათვის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გამოყენებასა და პლენუმისათვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევას.

 

 

კერძოდ, პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ. ალტერნატიული შენიშვნების სახით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმის შემცირებას სთავაზობს, თუმცა გაკვეულ “სპეციფიურ და მნიშვნელოვან“ საკითხებზე კვლავ 2/3-იან კვორუმს ტოვებს ძალაში. პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას სრული შემადგენლობის 2/3-იანი კვორუმის დაწესება მართებულად მიაჩნია მხოლოდ ისეთ “სპეციფიკურ და მნიშვნელოვან“ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა იმუნიტეტის, არჩევნებისა და რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის, იმპიჩმენტისა და საქართველოს ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხები. ამასთან, როგორც პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ დოკუმენტშია ნათქვანი, აღნიშნულ საკითხთა განსახილველად პლენუმი უფლებამოსილი უნდა იყოს, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის სულ ცოტა 7 წევრი, რაც განაპირობებს ამ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხს.

 

 

“საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, გთავაზობთ განისაზღვროს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილი იყოს იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება, სულ ცოტა, ექვსი წევრი, ხოლო კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად და კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვალოს, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გარდა ზემოაღნიშნული სპეციფიკური შემთხვევებისა, როცა პლენუმი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა“, - ასეთია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისადმი შეთავაზება.

 

 

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ალტერნატიული შეთავაზება იმ სადავო ნორმის გაუქმების არ ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, კოლეგიის ერთი წევრი უფლებამოსილი ხდება პლენუმს ერთპიროვნულად მიმართოს და ნორმა შესაჩერებლად კოლეგიიდან პლენუმს გადასცეს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მხოლოდ პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმის დაწევის წინადადებით გამოდის.

გარდა ამისა, პრეზიდენტი პარლამენტს იმ ნორმის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილების ამოწურვამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება, ახალი საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი