აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო აშშ-ს მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში
03-06-2016, 02:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო აშშ-ს მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ანგარიშში, რომელშიც 2015 წლის მდგომარეობაა განხილული, მსოფლიოს ტერორისტული საფრთხეებია შეფასებული.

 


დოკუმენტში, სადაც ცალკე თავი საქართველოს ეძღვნება, აღნიშნულია, რომ საქართველო არის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში გლობალური კოალიციის წევრი და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში აშშ-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

 

 

"2015 წელს საქართველომ ანტიტერორისტული კანონმდებლობა მიიღო, ქვეყანაში ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებების სერია განხორციელდა.

გარდა ამისა, საქართველომ საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის საქმეში რიგი ნაბიჯი გადადგა.

საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, აჭარასა და პანკისის ხეობიდან სირია/ერაყის ტერიტორიაზე, ექსტრემისტულ დაჯგუფებებში გასაწევრიანებლად 50-დან 100 მოქალაქემდე გაემგზავრა" - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოში მცხოვრებმა ექსტრემისტებმა გაახშირეს სოციალური მედიის გამოყენება საკუთარი იდეების გასავრცელებლად. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში, სირიაში მებრძოლმა ქართველებმა მოუწოდეს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, განახორციელონ თავდასხმები „ურწმუნოებზე“ საქართველოში.

 


"გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2178-ის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ გასული წლის ივნისში სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა საკანონმდებლო აქტები შეცვალა, რომელიც ტერორისტულ საქმიანობას ეხება.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაღალ შეფასებას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტულ დანაყოფებს და აღნიშნავს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ისინი წამყვან როლს ასრულებენ და როგორც წესი, კარგად გაწვრთნილი და ეკიპირებული არიან.

 


საქართველომ საზღვრების უსაფრთხოება გააუმჯობესა, რაც ნაწილობრივ, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღების მიზანს უკავშირდება.

 

 

მიუხედავად ამისა, იმის გამო რომ თბილისი რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს ვერ აკონტროლებს, ეს ზღუდავს ქვეყნის შესაძლებლობებს, უზრუნველყოს ადმინისტრაციული საზღვრების უსაფრთხოება სეპარატისტულ რეგიონებთან“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები პოტენციური ტერორისტების გამოვლენის მიზნით იყენებენ ვიდეოკამერებს, ტერორისტების სიას და სხვა ინფორმაციას, მიუხედავად ამისა, სტანდარტული ოპერატიული პროცედურების დანერგვა მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდიდა.

 

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მნიშვნელოვანი დახმარებით, საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური უკეთესად არის აღჭურვილი ქვეყნის საზღვაო საზღვრების პატრულირებისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის სანაპიროს.

 

 

დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საქართველომ სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს ტრანსასაზღვრო ტერორიზმის 115 შემთხვევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შარშან აჭარაში, გურიასა და პანკისის ხეობაში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირებში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს, მათ შორის დასახელებულია აიუბ ბორჩაშვილი და კიდევ სამი პირი, რომელიც თურქეთის გავლით სირიაში აპირებდა გამგზავრებას.

 


„აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთქმედების პარალელურად, საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობს საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ ფორმატებში“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი