"ივანიშვილი ტრაბახობდა, ღარიბაშვილს ჩემგან 2-ჯერ თქმაც არ სჭირდება, ყველაფერს ისე იგებსო, ახლა კი თქვა, რომ საერთოდ არ მისმენდაო" – სოსო ცისკარიშვილი
03-06-2016, 03:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ივანიშვილი ტრაბახობდა, ღარიბაშვილს ჩემგან 2-ჯერ თქმაც არ სჭირდება, ყველაფერს ისე იგებსო, ახლა კი თქვა, რომ საერთოდ არ მისმენდაო," აღნიშნული განცხადება "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა გაზეთ "რეზონანსთან" ივანიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გუშინ გასული ინტერვიუს შეფასებისას გააკეთა.

 

 

"ამიტომ ჟურნალისტთან პირისპირ საუბრის შეფასება მხოლოდ მაშინაა საინტერესო და ღირსი, როდესაც რესპონდენტი მჭევრმეტყველი, გახსნილი და თვითკმაყოფილების გარეშეა, რასაც ვერ ვიტყვით იმ სანახაობაზე, რაც პირველმა არხმა გვაჩვენა. ივანიშვილი ვერც კი ხვდება, "საოცარ დემოკრატიაში" რამდენად უცნაურად ჩანს მის მიერ ნათქვამი ის ფრაზა, რომ პრემიერების შეცვლაში მონაწილეობა მიიღო. გარდა ამისა, დამაჯერებელი არ იყო მისი ოდა, თუ როგორ და რატომ გადადგა ღარიბაშვილი და ასეთი პასუხგაუცემელი შეკითხვები ბევრი იყო. ეტყობა, ასაკის ბრალიცაა, რადგან კარგად მახსოვს, ივანიშვილი ტრაბახობდა, ღარიბაშვილს ჩემგან 2-ჯერ თქმაც არ სჭირდება, ყველაფერს ისე იგებსო, ახლა კი თქვა, რომ საერთოდ არ მისმენდაო. ვუსურვებდი, რომ ჯერ სათქმელი კარგად მოამზადოს და ისე დაიპყროს ტელესივრცე. დემოკრატიის იმ წარმოდგენაში, რომელიც ბატონ ბიძინას ეამაყება, მაფიქრებინებს, რომ ის კარგად ვერ აცნობიერებს განსხვავებას დემოკრატიასა და "მეჭიაუროკრატიას" შორის", - დასძენს ცისკარიშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი