იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც მურუსიძე აღნიშნავს, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციური ძალა, ე.ი სასამართლო გათავისუფლდა ოპოზიციისგან.
მისი თქმით, სასამართლო დღესდღეობით არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის და არც ლევან მურუსიძესია.
„ზოგიერთს ჰგონია, რომ ცნობილი მულტფილმის მსგავსად, სოფელი სიმღერით აშენდება, მე მოვუწოდებ პოლიტიკოსებს და ყველას, როდესაც საუბრობენ სასამართლოზე, პატივისცემით მოექცნენ სასამართლო ხელისუფლებას. ხარვეზები გვაქვს, მაგრამ სასამართლო დღეს დამოუკიდებელია. ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ სასამართლო არის ან ხელისუფლების, ან ოპოზიციის. სასამართლო იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას სწორად მიაჩნია. მე პატივს ვცემ ყველა იმ მოსამართლეს, ვინც დღეს მართლმსაჯულებას ასრულებს. ეს მოსამართლეები ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე. ლანძღვა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია“, - განაცხადა მურუსიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინფორმაციით, როდესაც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, საუბრის თემა სასამართლოში არსებული პრობლემები, მათ შორის, ხელფასების მომატების და სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხები იყო.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასამართლო ასეთი დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა. მოსამართლეები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ყველას მოვუწოზდებ, თავი დაანებონ უპასუხისმგებლო განცხადებებს. ხომ ყველა თანხმდება, რომ ადრე სასამართლოზე ხელისუფლების გავლენები იყო. იმაზეც ხომ ვთანხმდებით, რომ სასამართლო დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადრე იყო. იმედი, მაქვს, მომავალში სასამართლო კიდევ უფრო უკეთესი გახდება. სასამართლო გათავისუფლდა ხელისუფლებისგან, გათავისუფლდა ოპოზიციისგან. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციური ძალა, ე.ი. გათავისუფლდა ოპოზიციისგან. ეს ეხება ყველა ოპოზიციურ პატიას და ხელისუფლების ყველა შტოს“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ამხელა ზეწოლა მურუსიძეზე „ნაციონალური მოძრაობისგან“, მისგან მართული მედიისა და NGO-ების მხრიდან მიანიშნებს, რომ მან მოახერხა თავი დაეღწია „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლისთვის, - აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო თავისუფლების ერთობლივ გადაცემა "ინტერვიუში" გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.