"ივანიშვილი საკუთარი ინტერვიუებით თუ ვინმეს ვნებს, ეს თავადაა. ამ გამოსვლით მხოლოდ პარტიული ნიშნით შერჩეული რესპონდენტი თუ გამოთქვამს კმაყოფილებას,"აღნიშნული განცხადება "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა გაზეთ "რეზონანსთან" ივანიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გუშინ გასული ინტერვიუს შეფასებისას გააკეთა.
"ამ ადამიანს შეიძლება სინანულით მოვაყოლოთ, სინამდვილეში რა უნდოდა და რა გამოუვიდა. ამიტომ თავს ვიკავებ კომენტარებისგან, რომ ტკივილი არ მივაყენო. ბატონი ბიძინა აპირებდა, მხოლოდ საკუთარ წერილზე ესაუბრა და იქ მოყვანილი ფაქტებით ეტრაბახა. ამის საშუალება ჟურნალისტმა არ მისცა, ეს ადამიანი კი ექსპრომტისთვის მზად არ არის. მას აქვს გარკვეული დაზეპირებული თემები. ამიტომაც არის, რომ ყოველი გამოსვლისას ერთნაირად მოთქვამს ქვეყნის წარსულზე "ნაციონალების" ხელში. როდესაც ეს ხდებოდა 2012 წელს, ასეთ შეფასებებში, ცხადია, უფრო ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, ვიდრე 2016-ში. არა იმიტომ, "ნაციონალებში" ანგელოზები აღმოაჩინა ვინმემ, არამედ იმიტომ, რომ ბატონი ბიძინას მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა სივრცემ თავი შეირცხვინა," განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა და დაამატა:
"ამიტომ ჟურნალისტთან პირისპირ საუბრის შეფასება მხოლოდ მაშინაა საინტერესო და ღირსი, როდესაც რესპონდენტი მჭევრმეტყველი, გახსნილი და თვითკმაყოფილების გარეშეა, რასაც ვერ ვიტყვით იმ სანახაობაზე, რაც პირველმა არხმა გვაჩვენა. ივანიშვილი ვერც კი ხვდება, "საოცარ დემოკრატიაში" რამდენად უცნაურად ჩანს მის მიერ ნათქვამი ის ფრაზა, რომ პრემიერების შეცვლაში მონაწილეობა მიიღო. გარდა ამისა, დამაჯერებელი არ იყო მისი ოდა, თუ როგორ და რატომ გადადგა ღარიბაშვილი და ასეთი პასუხგაუცემელი შეკითხვები ბევრი იყო. ეტყობა, ასაკის ბრალიცაა, რადგან კარგად მახსოვს, ივანიშვილი ტრაბახობდა, ღარიბაშვილს ჩემგან 2-ჯერ თქმაც არ სჭირდება, ყველაფერს ისე იგებსო, ახლა კი თქვა, რომ საერთოდ არ მისმენდაო. ვუსურვებდი, რომ ჯერ სათქმელი კარგად მოამზადოს და ისე დაიპყროს ტელესივრცე. დემოკრატიის იმ წარმოდგენაში, რომელიც ბატონ ბიძინას ეამაყება, მაფიქრებინებს, რომ ის კარგად ვერ აცნობიერებს განსხვავებას დემოკრატიასა და "მეჭიაუროკრატიას" შორის," განაცხადა ცისკარიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.