ლევან მურუსიძე: მოსამართლე, ნათია გუჯაბიძეზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივარი შესული იყო
03-06-2016, 03:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“- საქმის მოსამართლე, ნათია გუჯაბიძეზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივარი 2 წლის წინათ იყო შესული, თუმცა, საბჭომ მას არავითარი სახდელი არ დააკისრა.

 

 

„მარტო გუჯაბიძეზე კი არა, ყველა მოსამართლეზე შემოსულ საჩივარს ვიხილავთ. როდესაც არის საჩივარი, რომ მოსამართლეს აქვს რაღაც გადაცდომა, საბჭო ყველაფერს იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ საკითხზე პასუხი გასცა და გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გუჯაბიძის მიმართ არასდროს არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის სახდელი“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ასევე განმარტავს, თუ რატომ შეუწყდა მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს სახელმწიფოს მხრიდან ბინის ქირის გადახდა.

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეუწყდა ქირა, ეს საკითხი კონფიდენციალური არ არის, ამაზე მან თავად განაცხადა უარი, ანუ მიმართა საბჭოს განცხადებით და უარი თქვა ქირაზე. კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ამაზე მეტს ვერც საბჭო და ვერც მე ვერ გეტყვით“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

 

 

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც ”რუსთავი 2”-ის საქმის ერთ-ერთი განმხილველია, თაღლიღობაშია შემჩნეული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი