ასეთი ინტერვიუები ივანიშვილის იმიჯის საზიანო არ არის, პირიქით, 80% იტყვის, რომ ჟურნალისტი ცუდად იქცეოდა – ვახტანგ ძაბირაძე
03-06-2016, 03:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ზოგადად ამ ინტერვიუსაგან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა. ფაქტობრივად არც არაფერი თქმულა, მთელმა ინტერვიუმ ჟურნალისტსა და ივანიშვილს შორის კინკლაობაში გაიარა, – ეს განცხადება პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ "რეზონანსთან" ივანიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გუშინ გასული ინტერვიუს შეფასებისას გააკეთა.

 

 

"გულწრფელად რომ გითხრათ, მე ჟურნალისტის ქცევამ უფრო გამაოცა, ვიდრე ივანიშვილის პასუხებმა. ივანიშვილი ხშირად იმეორებდა, რომ მისი წერილის ირგვლივ უნდა ყოფილიყო შეკითხვები. თუ ასეთი შეთანხმება არსებობდა, მაშინ მართლა წერილზე უნდა ელაპარაკათ. წერილში უამრავი ისეთი საკითხია, რაზეც მწვავე შეკითხვების დასმა შეიძლებოდა. რა კითხვებიც დაისვა, ის ათასჯერ იყო დასმული და მას აზრი გამოთქმული ჰქონდა. ის, რომ რეფრენად გასდევდა "წაკითხული გაქვს წერილიო", ზოგჯერ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ წერილი მხოლოდ გადაკითხული ჰქონდა. "იყო მომენტები, როდესაც ივანიშვილმა თქვა - ჩავამთავრებ პასუხს და შემდეგ დამისვით შეკითხვაო. საერთოდ მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა... მომეჩვენა, რომ ჟურნალისტმა თავიდანვე აგრესიული ტონი აიღო, ველოდი, უფრო მომზადებული იქნებოდა ერთი მხარე და ადეკვატური იქნებოდა პასუხებიც... ასეთი ინტერვიუები ივანიშვილის იმიჯის საზიანო არ არის, პირიქით, ხვალ სატელეფონი გამოკითხვა რომ ჩაატაროს ვინმემ, 80% იტყვის, რომ ჟურნალისტი ცუდად იქცეოდა", - მიიჩნევს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი