„გულწრფელად გეტყვით, ინტერვიუსთვის არ მომისმენია, თუმცა სოციალურ ქსელში როდესაც ვნახე, თუ რა განწყობები იყო ამ ინტერვიუსთან მიმართებაში, მივხვდი, თუ რა ფორმატით იყო ინტერვიუ წარმართული", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.
"სხვადასხვა მოსაზრება მოვისმინეთ ინტერვიუსთან დაკავშირებით, თუმცა დასანანია, როდესაც ჟურნალისტი იწვევს რესპონდენტს და არ ვაძლევთ შესაძლებლობას დასმულ კითხვაზე დავამთავრებინოთ პასუხი და შემდეგ დავუსვათ კითხვა. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხარვეზსა და პრობლემას წარმოადგენს, თუმცა როდესაც პოლემიკა იმართება, ეს ნორმალურია. მე ბატონი ივანიშვილის მხრიდან არაერთხელ მომისმენია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ყოველთვის მზადაა უპასუხოს ყველაზე მწვავე კითხვებსაც კი და თუ ჩვენ გადავხედავთ მის შეხვედრებს, აშკარად ჩანს, რომ ეს ადამიანი ყოველთვის მაქსიმალურად ამომწურავად პასუხობს ყველა კითხვას, რომელიც აწუხებს და რომელიც არის საზოგადეობაში”, - განაცხცადა კალაძემ.
ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი გუშინ გადაცემა ”ინტერვიუს” სტუმარი იყო. გადაცემა ივანიშვილსა და წამყვანს, ჟურნალისტ სალომე ასათიანს შორის კამათის ფონზე მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.