პოლიტიკურ ვექტორზე "ახალი სისხლი" გამოჩნდა, რომელსაც ბურჯანაძე–ინაშვილის პარტიების საარჩევნო ხმების წაღება "არ გაუჭირდება"
03-06-2016, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიახ, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც "პრო"–ქართულობის პრეტენზია აქვთ დაფიქრება მართებთ, რადგანაც მათ პოლიტიკურ ასპარეზზე ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდებათ, თუ პარტია "ქართული ოცნებიდან" წამოსული თამაზ მეჭიაური ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნის!    

 

 

ცხადია, რომ ამ პოლიტიკურ ვექტორზე "ახალი სისხლი" უკვე გამოჩნდა დეპუტატ მეჭიაურის სახით და არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში მას დამოუკიდებლადაც სერიოზული წარმატების მიღწევა შეუძლია, თუ იგი "სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს"!    

 

 

მოკლედ, ბურჯანაძეს და თარხანმოურავ–ინაშვილს (სხვა წვრილ–წვრილ პარტიებსაც, რომლებიც ნახსენებ პოლიტიკურ ორბიტაზე არიან), რომლებიც ამ პოლიტიკურ მიმართულებით "ერთმანეთს პირველობას ფარულად ეცილებიან" და დათმობას არც ფიქრობენ, მეჭიაურის პოლიტიკური ფიგურის (ან, მისი ახალი პარტიის?) სახით ალტერნატიული ძალა გამოუჩნდა!    

 

 

ამის არაღიარება კი, მათ ძვირად დაუჯდებათ, ანუ, მეჭიაურის პარტიას ბურჯანაძე–ინაშვილის პარტიების საარჩევნო ხმების წაღება "არ გაუჭირდება"! აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან პოლიტიკურად მართებული და გონიერი იქნება, რომ მათ მეჭიაურში კონკურენტი კი არ დაინახონ და მას "იგნორი გაუკეთონ", არამედ ის აღიქვან, როგორც გამაერთიანებელი და მეკავშირე პოლიტიკური ძალა (ერთიანი საარჩევნო ბლოკი!), რომელსაც მათგან განსხვაებით – "ახლად აკრეფილი" პოლიტიკური ქარიზმა აქვს, რაც ასე მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც დადებითად აისახება არჩევნების საბოლოო შედეგებზე!!..    

 

 

ჯუმბერ კირვალიძე    

 

 

  პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი