კახა კალაძე: საქართველოში აგვისტოს ბოლოს ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება
03-06-2016, 04:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში აგვისტოს ბოლოს ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება, - განცხადა ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

 

 

„არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობები. დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს. ჩვენ ვიღებთ გრანტს და ორ რეგიონში შესაძლებელი იქნება ორი თანამედროვე, ახალი საავადმყოფოს გაკეთება, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტების. რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური ინვესტიციები, დიდია ინტერესი როგორც ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მიმართულებებით“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

კახა კალაძის თქმით, გაფორმდა ხელშეკრულება, რაც ითვალსწინებს ნახშირის თბოელექტროსადგურის პროექტს, რომლის განხორციელებაც აგვისტოს ბოლოს უნდა დაიწყოს.

 

 

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის. რადგან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ადგილობრივი რესურსით, ანუ ნახშირით, რომელიც საქართველოში მოიპოვება, შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის გამომუშავება, ანუ ჩვენ გვეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ბუნებრივი აირი დავზოგოთ“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი