დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ აჭარის საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად სოფელ ალამბარში ტაკიძეების მიმართულებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ალამბარი-ტაკიძეების საავტომობილო გზაზე ინფრასტრუქტურა არსებობის მანძილზე პირველად ეწყობა. პროექტი 2 300 მეტრი სიგრძის გრუნტის გზის მოასფალტებას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად 471 027 ლარია გათვალისწინებული. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მეგაკონტრაქშენი“ აწარმოებს. პროექტის დარულება ივლისის თვეში იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.