კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებიდან ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 7 ათას ლარიანი გირაო, ერთს კი 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება ზუგდიდის სასამართლომ რამდენიმე წუთის წინათ მიიღო.
7 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ: ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილსა და გრიგოლ ტყემალაძეს, 10 ათას ლარიანი კი ვლადიმერ გეგეშიძეს. ბრალდებულებმა გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.
აღნიშნულით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებული პირების მიმართ სწორედ გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი 6 პირს 1-ელ ივნისს წაუყენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.