განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ არსებული გუნდი "უმაღლეს შეფასებას" იმსახურებს.
„საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ. ამ ეტაპზე საფუძველი არ არის, რომ ამაზე ვისაუბროთ და ვიფიქროთ. დროთა განმავლობაში, ისევე, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას, ჩვენც გვინდა შემოგვიერთდეს საუკეთესო ხალხი, თუმცა არსებულ გუნდზეც მხოლოდ უმაღლესი შეფასება მაქვს“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
ჯეჯელავას თქმით, მისი განათლების მინისტრობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინათ მიიღეს.
„განხილვის პროცესში ვიყავით რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამას პირდაპირი გაგებით შემოთავაზებას ვერ დავარქმევთ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ორმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესი მიმდინარეობდა. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მივიღეთ“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.