„ფიფას“ ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა, ზეპ ბლატერმა, ჯერომ ვალკემ და მარკუს კატნერმა ბოლო 5 წლის განმავლობაში თავიანთი თავები, ბონუსების სახით 80 მილიონი აშშ დოლარით დაიჯილდოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC „ფიფას“ იურისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვეიცარიის პოლიციის მიერ განხორციელებული რეიდიდან ერთ დღეში ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გაამჟღავნა ექსპრეზიდენტ ბლატერის, განთავისუფლებული ყოფილი გენერალური მდივნის ვალკეს და გადაყენებული ყოფილი ფინანსური დირექტორის კატნერის კონტრაქტები.
„ფიფას“ ადვოკატების თქმით, აღნიშნულმა სამეულმა 2011-2015 წლებში „თავიანთი თავების გასამდიდრებლად“ „კოორდინირებული ქმედებები“ განახორციელეს.
„ფიფას“ თანხების კრიმინალური გზით განკარგვაში ეჭვის შეტანის გამო ბლატერს და ვალკეს, ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ თებერვალში, შესაბამისად, 6 და 12 წლით აეკრძალათ საფეხბურთო სფეროში საქმიანობა. ორივე მათგანმა უარყო რაიმე სახის არაკანონიერ ქმედებაში მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.