კრივის მსოფლიო ლეგენდა, მუჰამედ ალი გარდაიცვალა
04-06-2016, 00:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კრივის ლეგენდა მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა, განაცხადა ოჯახის წარმომადგენელმა.

 

 

კრივში მსოფლიოს ყოფილი მძიმეწონოსანი ჩემპიონი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი მოკრივე, შეერთებულ შტატებში, არიზონას შტატში, ქალაქ პოენიქსის საავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი იქ ხუთშაბათს მიიყვანეს.

 

 

ლეგენდარული სპორტსმენი სუნთქვითი დაავადებით იტანჯებოდა, რაც პარკინსონის დაავადებით იყო გართულებული.

 

 

ოჯახის განცხადებაში ნათქვამია, რომ მუჰამედ ალის მის მშობლიურ ქალაქ ლუისვილში, (კენტუკი) დაკრძალავენ.

 

 

დაბადებით კასიუს მარკელუს კლეიმ, ალიმ სახელი 1960 წელს რომის ოლიმპიადაზე გაითქვა. მას თავის კარიერაში 61 ბრძოლიდან 56 ჰქონდა მოგებული, მათ შორის 37 ნოკაუტით. სპორტიდან კი 1981 წელს წავიდა. იგი ყველა დროის უდიდეს მოკრივედ იყო აღიარებული. 

 

 

ერთხელ როდესაც მას ჰკითხეს, თუ როგორ სურდა რომ იგი ხსომებოდათ, ასეთი პასუხი გასცა: "კაცი, რომელსაც არასოდეს გაუყიდია თავისი ხალხი. მაგრამ თუ ეს მეტისმეტია, მაშინ, მხოლოდ როგორც კარგი მოკრივე. მე არ ვიდარდებ იმაზე, თუკი თქვენ ჩემი გახსენებისას არ აღნიშნავთ იმას, თუ რა მიმზიდველი ვიყავი."  

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი