ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით არაერთი პროექტი ხორციელდება
04-06-2016, 01:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

 

 

როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 40 ობიექტის კეთილმოწყობა. პროექტების განსახორციელებლად 22 738 160 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული სამუშაოები პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. დაწყებულია ცენტრალური და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზების სარეაბილიტაციო ღონისძიებები, შიდა სასოფლო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ეწყობა ბეტონის საფარი, შენდება საყრდენი კედლები და გაბიონები.

 

 

ახლანდელი მდგომარეობით ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოასფალტებულია 8 470 მეტრი სიგრძის გზა 6 მიმართულებით და დარჩენილია 7 მიმართულება, სადაც საფარი 20 513 გრძივ მეტრზე უნდა დაიგოს, ასევე დაგეგმილია 11 ახალი ხიდის მშენებლობა და 17 ხიდის რეაბილიტაცია, 151 ახალი საყრდენი კედლის და 4 დამცავი ზღუდარის მშენებლობა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სამელიორაციო სისტემების არხებსაც. ღონისძიების განხორციელებისთვის საგზაო დეპარტამენტი 706 880 ლარს დახარჯავს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი