ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ხანდახან არ ფიქრობს რა იქნება ქვეყნისთვის უკეთესი და შეიძლება ამით დააზარალოს თუნდაც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.
“ჩვენ რომ ვაპირებდეთ განვითარებულ და აყვავებულ ქვეყანაში, განვითარებადი ქვეყნებიდან ხალხის უვიზოდ შემოშვებას, ჩვენც ძალიან კარგად დავფიქრდებოდით. ამიტომ ელჩების მსჯელობა და განსხვავებული მოსაზრებები, ჩემი აზრით, ბუნებრივია. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას. საქართველო არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და შეიძლება ამას დასჭირდეს რამდენიმე თვით მეტი ან ნაკლები, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავხდებით როგორც ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით ევროპული ოჯახის წევრი, ასევე სხვა თვალსაზრისით.
შიდა პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ცხოვრების ინტეგრალური ნაწილია და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩებიც და სხვებიც, ამასაც მიაქცევენ ყურადღებას. მითუმეტეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სამწუხაროდ, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესების გამო, ხანდახან არ ფიქრობს რა იქნება ქვეყნისთვის უკეთესი და შეიძლება ამითი დააზარალოს თუნდაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი ან სხვა რამ. კონკრეტულად არავის არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ იმ ხალხს, ვინც ასე ვთქვათ, რაღაც ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებს გადაჭარბებულს, არარეალურს, იმასთან დაკავშირებით რაც ქვეყანაში ხდება”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.