სარკინიგზო კატასტროფა ორეგონის შტატში. ქალაქ პორტლენდის მახლობლად, ნავთობით დატვირთული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის გამოც შემადგენლობის რამდენიმე ვაგონი გადაბრუნდა და ცეცხლი მოედო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "დოიჩე ველე" ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული, თუმცა, ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მიმდებარე ტერიტორია კვამლითაა დაფარული, რის გამოც რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული.
ჩაიკეტა ავტომაგისტრალებიც. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.