"ბიძინა ივანიშვილი ცრუობს როცა ამბობს, რომ საყდრისიდან ყველაფერი ღირებული ამოიტანეს და შეინახეს"
04-06-2016, 06:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საყდრისის კომიტეტის წევრები ბიძინა ივანიშვილის სიცრუეში ადანაშაულებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ყოფილი პრემიერი, ორი დღის წინათ, სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ჩადენილი დანაშაულის გამართლებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.

 

 

საყდრისის კომიტეტში ამბობენ, რომ მაღაროში ყველაფერი ღირებული რეალურად განადგურდა. ამის დასტურად დღევანდელ ბრიფინგზე კომიტეტის წევრებმა ფოტომასალაც წარმოადგინეს.

 

 

„ბიძინა ივანიშვილის ცრუობს როცა ამბობს, რომ ძეგლი იყო ბოლომდე შესწავლილი, ცრუობს როცა ამბობს, რომ საყდრისიდან ყველაფერი ღირებული ამოტანილი და შენახულ იქნა. უნდა ითქვას, რომ თავად მაღარო იყო ყველაზე ღირებული. ივანიშვილი ცდილობს ფაქტების დამახინჯებით საყდრისის დაკნინებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მე მინდა გამოვეხმაურო მის განცხადებას მუზეუმთან დაკავშირებით, ბოლნისში მართლაც შენდება მუზეუმი, ეს არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, თუმცა ის არ არის უნიკალური მუზეუმი. დღემდე ვერ დავადგინეთ რა სახით უნდა იყოს საყდრისი ამ მუზეუმში წარმოჩენილი,“ - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

 

 

საყდრისას მაღაროში ყველაფერი შესწავლილია, აღმოჩენილი ღირებული მასალა კი შენახულია, - აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო თავისუფლების ერთობლივ გადაცემა "ინტერვიუში" გააკეთა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი