პაატა ბურჭულაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
”შეხვედრის შემდეგ ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლის ახუნდი ალი ალიევის ოჯახს ესტუმრა, სადაც პირადად შეხვდა ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოს ჯარში გაიწვიეს”, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ყველა ადამიანი განურჩევლად ეროვნებისა, ვინც საქართველოში დაიბადა, არის ქართველი და ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას. პარტიის ინფორმაციით, ადგილობრივები საქართველოს გვერდში დგომას უცხადებენ და მზად არიან საქართველოს ემსახურონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.