ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ ბიძინა ივანიშვილს ახალი ფორმატი, - ასე პასუხობს ტელეკომპანია ”ტაბულას” დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ყოფილი პრემიერის შეთავაზებას.
”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ივანიშვილის ეგზოტიკურ შეთავაზებაზე უარი თქვა, რჩება ”ტაბულა”.
ბუნებრივია, ჩვენ რომ ვიყოთ ნორმალურ ვითარებაში, მსგავსი ეგზოტიკა ჩვენთვისაც მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნორმალურ ვითარებაში.
შესაბამისად:
1. ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ ივანიშვილს ახალი ფორმატი - გამომდინარე იქიდან, რომ არსებულ ფორმატებში სათქმელის გამოხატვას შეუძლებლად მიიჩნევს.
2. ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ "ნეიტრალური ტერიტორია" - რადგან ტაბულას ტერიტორია მისთვის დისკომფორტის შემქმნელია. ქირას გადავიხდით ჩვენ და არა ოლიგარქი.
3. ”რუსთავი 2-ის” პასუხის შემდეგ, ბუნებრივია თანხმლები პირის საჭიროება (რომელსაც თავად მოდერატორს უწოდებენ) მთლიანად გამოირიცხა, მაგრამ თუ მარტო ვერ მოდის, მოიყვანოს და დაისვას გვერდით ვინც უნდა (თუნდაც, კალაძის რომელიმე მოჭიდავე).
4. ჩვენ მზად ვართ მიმოვიხილოთ მისი წერილი.
5. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მისი "რეპლიკები" "სიცრუის ტირაჟირებასთან" დაკავშირებით. მოკლედ, გელით ბ-ნო ბიძინა”, - წერს ჩერგოლეიშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ”რუსთავი 2”-სა და ”ტაბულას” აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან პირდაპირ ეთერში მონაწილეობისთვის კონკრეტული პირობები შესთავაზა. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ ფორმატზე უარი თქვა და ბიძინა ივანიშვილს საკუთარი პირობები შესთავაზა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.