ევროპის დიდი ქვეყნები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეულ დროს ითხოვენ - ლატვიის ელჩი
04-06-2016, 13:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრების შემდეგ, სადაც დიპლომატებმა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ლატვიის ელჩი ევროკავშირში სანიტა პავლუტა დესლანდე პირველია, რომელიც მედიასთან ინტერვიუს დათანხმდა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც პროცესის გაჭიანურებასთან არის დაკავშირებული. ლატვიელმა დიპლომატმა ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეს“ მისცა.

 

 

ელჩის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი ფიქრობს, რომ მათ გარკვეული დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარ დედაქალაქებში საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.

 

 

„ძალიან რთული დებატებია დისკუსია ევროკავშირში ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე და მინდა იცოდეთ, რომ არა საქართველოს გამო, რადგან არის ზოგადი შეთანხმება ორგანიზაციაში, რაზეც საწინააღმდეგო აზრი არავის აქვს - რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა. ამას ემატება კომისიის მიერ მომზადებული პოზიტიური ანგარიში, რომელიც პირველი ნაბიჯი იყო. საქმე ის გახლავთ, რომ მსჯელობის თემა ანუ უვიზო რეჟიმი არის ძალიან მგრძნობიარე თემა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, მიზეზი საზოგადოებრივი აზრია, მოსახლეობა შეშფოთებულია იმ კითხვებით, რაც უკავშირდება მიგრაციის პრობლემებს - მესამე ქვეყნების მოქალაქეების ნაკადს ევროკავშირის საზღვრებში. ასე რომ ორგანიზაციის რიგ წევრებს აქვთ სირთულეები საკუთარ ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრთან, რამდენიმე წევრ სახელმწიფოში არჩევნებიც მოდის და საკითხი კიდევ უფრო მგრძნობიარე ხდება. მე ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო მიიღებს უვიზო რეჟიმს და მაქვს დიდი იმედი, რომ ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ყველა წევრი ქვეყანა უნდა იყოს თანახმა, ამას სჭირდება დრო“, განაცხადა ელჩმა. დიპლომატი ერიდება იმ ქვეყნების შესახებ ღიად საუბარს, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაუყოვნებლივ მინიჭების წინააღმდეგ გამოდიან. იგი მინიშნებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს დიდი ქვეყნები არიან.

 

 

ლატვიელი დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან საქართველოს მეგობრები და ისინი ემხრობიან უვიზო მიმოსვლის დაუყოვნებლივ დაწესებას. „საქართველო არის სიაში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ყველა მოთხოვნა დააკამყოფილა,“ განაცხადა ელჩმა და დააზუსტა, რომ ბრიუსელში სხდომებზე ვიზა-ლიბერალიზაციის ტექნიკური საკითხების განხილვა მიმდინარეობს და არა ქვეყნის შიდა პოლიტიკის.

 

 

„გამართულ სხდომაზე და მომავალ კვირასაც შეხვედრის დროს მხოლოდ ვიზა-პოლიტიკასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს განვიხილავთ და არა ქვეყნის შიდა პოლიტიკას. ლატვიამ ყველაზე კარგად იცის რომ მოწინავეა საქართველო, ძალიან აქტიურია ბევრი მიმართულებით - მისიებში მონაწილეობით, პოლიტიკური თუ ეკონომიკური რეფორმებით. ყველას სჭირდება რეფორმების გაგრძელება - იქნება ეს საქართველო, თუ ჩვენ. რეფორმები განგრძობითი პროცესია. შეჯამებისთვის გეტყვით, ჩვენი პარტნიორების ნაწილი ფიქრობს, რომ მათ გარკვეული დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარ დედაქალაქებში საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ და ეს დაკავშირებულია ამა თუ იმ მთავრობაში არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებთან, დაველოდოთ,“ თქვა ლატვიის ელჩმა სანიტა პავლუტა დესლანდემ.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილების ამ ეტაპზე მიღებას გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები ეწინააღმდეგებიან.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი