ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის რეგიონის 2 სოფელი დააზარალა. ბოდბესა და მაღაროში ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაა და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ბოდბეში, სადაც სეტყვამ ვენახების თითქმის 100% გაანადგურა. გარდა ამისა, დაზიანებულია ხორბლის ნათესები, სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, ბოსტნეული და სხვადასხვა სახის კულტურები.
რაც შეეხება სოფელ მარაღოს, იქ ძლიერ წვიმას და სეტყვას ქარიშხალიც დაემატა და მეურნეობის ტერიტორიაზე რამდენიმეწლოვანი ნაძვები დაამტვრია.
ზარალის შემსწავლელი კომისია მუშაობას ვერ იწყებს, რადგან ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე მისვლა უამინდობის გამო ვერ ხერხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.