"თავისუფალი დემოკრატების'' წარმომადგენელი, ირაკლი ჩიქოვანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებაზე, ევროპარლამენტარების მიერ გადაწყვეტილების ვერმიღების საკითხს, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფაქტორებს უკავშირებს.
„შეიძლება ხელისუფლებას ვერ, ან არ ყოფნიდა სისწრაფე კონკრეტული საკითხების მოგვარებისა, მაგრამ აქ მაინც არის გარე ფაქტორები, რომელიც ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მაგალითად ის, რომ ჩვენთან ერთად განიხილება სხვა ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხი. მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ ჩვენს მიმართ სკეპტიკური განწყობები. ასევე ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შიდა პროცესების გამო კითხვები ჩვენთან არ ჰქონდეთ და უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველოს საკითხის გამოყოფა მოხდეს სხვა სახელწმიფოებისგან და უვიზო რეჟიმის მინიჭება საქართველოსთვის ცალკე განიხილებოდეს,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა "რუსთავი-2"-ის ეთერში.
როგორც ლატვიის ელჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ევროპის დიდი ქვეყნები საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან და გადაწყვტილების მისაღებად გარკვეულ დროს კიდევ ითხოვენ. ელჩი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნები გამოდიან უვიზო რეჟიმის დაუყოვნებლივ მინიჭების წინააღმდეგ, თუმცა აკეთებს მინიშნებებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილების ამ ეტაპზე მიღებას გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები ეწინააღმდეგებიან.
ლატვიის ელჩი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ საკითხის გაჭიანურება არა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს, არამედ ევროპული ქვეყნების ტექნიკური სახის საკითხებს უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.