ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის ახალი ფორმატი ხვალ დაანონსდება
05-06-2016, 06:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი უძილაურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის ახალი ფორმატი ხვალ დაანონსდება.

 

 

”მოკლედ, ივანიშვილის შეთავაზებაზე - შემდგარიყო მისი შეხვედრა ”რუსთავი 2”-თან და ”ტაბულასთან” და საუბარი პირდაპირი ეთერით გადაცემულიყო, ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ უარი თქვა.

 

 

”ტაბულამ” გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრისთვის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ფორმატით: მხოლოდ ”ტაბულა” და ივანიშვილი. ამის შემდეგ ”ტაბულას” მიეცა ახალი შეთავაზება, სხვა ტელეარხის ან ტელეარხების წარმომადგენლებთან ერთად მომხდარიყო შეხვედრა ივანიშვილთან. თუმცა ეს შეთავაზებაც უარყოფილ იქნა, რადგან ისინი თანახმა იყვნენ მხოლოდ "მსგავსი სარედაქციო პოლიტიკის" მქონე არხთან ერთად შეხვედროდნენ ყოფილ პრემიერს. ასეთ არხად კი ”ტაბულა” მხოლოდ "რუსთავი 2"-ს მიიჩნევს...

 

 

მოკლედ, ორი შეთავაზება უარყოფილია. საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა ამ ორი არხის წარმომადგენელთა და ივანიშილის შეხვედრა - არ უნდათ, ნუ უნდათ. ხვალ დაანონსდება სულ სხვა ფორმატი”, - წერს უძილაური სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი