გიორგი ვაშაძე: ”ახალი საქართველო” არის ერთად შენება, პატივისცემა და არა შური და ბოღმა
05-06-2016, 07:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს არის ჩვენს წარსულზე, ტრადიციასა და კულტურაზე დაყრდნობილი სრულიად ახალი პერსპექტივა ჩვენი მოქალაქეებისთვის, - აღნიშნული განცხადება ”ახალი საქართველოს” ლიდერმა ,გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ, სამოქალაქო პლატფორმის დაფუძნების ღონისძებაზე გააკეთა.

 

 

”ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე განცხადება რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე. იმ მომენტში ჩემს გვერდით იდგა სულ რამდენიმე თანამოაზრე, მაგრამ უკვე მაშინ მქონდა თქვენი იმედი, რომ საქართველოში უამრავი ენერგიული, სამშობლოზე შეყვარებული გონიერი ადამიანია, რომლებსაც აქვთ ახალგაზრდული ჟინი, ზრდასრული სიდინჯე, გონიერება და პროფესიონალიზმი და რომლებსაც ყელში ამოუვიდათ პოლიტიკოსების ეგოცენტრიზმი, უუნარობა, თავგასულობა და აღარ უნდათ იყვნენ მათი კაპრიზებისა და ხუშტურების მძევალი. ამ ადამიანებს უნდათ არა ილუზორული ოცნება ან დაყვედრებული წარმატება, არამედ საკუთარი ხელით შექმნილი ახალი საქართველო. მათ უნდათ სამშობლო სადაც ლაღად, მშვიდად იცხოვრებენ, გაზრდიან შვილებს და იხალისებენ შვილიშვილებთან ერთად. ექნებათ თავიანთი საქმე, რომელიც ეყვარებათ და რომელიც მისცემს ღირსებას. იმ დღიდან გავიდა დაახლოებით ერთი თვე და ჩვენ უკვე ათასობით ვართ საქართველოს ყველა რეგიონიდან. მინდა მივესალმო ადმიანებს, ვინც გვერდში დაგვიდგა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომელმაც პარადიგმა უკვე შეცვალა ჩვენს ქვეყანაში და ეს პარადიგმა იყო, რომ აუცილებლად პოლიტიკური ძალები დიდი ფულით იწყებენ მოღვაწეობას. არა ბატონებო, დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში 25 ოფისი, რომლებიც გახსნილია ჩვენი მხარდამჭერების სახლებში, საცხოვრებელ ადგილებში. შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე, რომელიც ასოცირდება თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლასთან, სადაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დრამატული და გარდამტეხი მოვლენების შედეგად იწყებოდა ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპები. შევიკრიბეთ არა დაკეტილ დარბაზებში, არამედ ღია ცის ქვეშ. მიუხედავად ცუდი ამინდისა, აქ ვართ და როგორც კი დავიწყეთ ღონისძიება, გამოვიდა კაშკაშა მზე და ასე გამოვა კაშკაშა მზე მთელ საქართველოში.

 

 

ეს არის ჩვენს წარსულზე, ტრადიციასა და კულტურაზე დაყრდნობილი სრულიად ახალი პერსპექტივა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის ღირსეული და წარმატებული მოქალაქეების ქვეყანა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა. ”ახალი საქართველო” არის ერთად შენება, პატივისცემა და არა შური და ბოღმა. ეს არის ცოდნის საზოგადოება, ახალი ტიპის განათლების სისტემა. ახალის აქართველო ეს არის ახალი სამუშაო ადგილები. ახლა საქართველო ფიზიკური შრომის ექსპორტიორი ქვეყანაა, თუმცა ჩვენ აქ უნდა დავფუძნდეთ და დავსაქმდეთ. ”ახალი საქართველო” არის განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ეს არ არის ჰონგ-კონგი 2, შვეიცარია 2 ან სინგაპური 2, ეს არის საქართველო, სადაც ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა უნდა იყოს. ჩვენ მინიმუმ 2-ციფრიანი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. თუ მოვინდომებთ, თუ არ იქნება დაპირისპირება და ჩვენი აქცენტი იქნება ერთად დგომა და თანამშრომლობა, ამას აუცილებლად შევძლებთ”, - განაცხადა ვაშაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი