პაატა ბურჭულაძე და პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” წარმომადგენლები დღეს ხაშურში იმყოფებოდნენ. ორგანიზაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ადგილობრივ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა.
"ადგილობრივთა განცხადებით, მრავალი წელია მათ წყლისა და კანალიზაციის პრობლემა აწუხებთ. დაახლოებით 600-მდე ოჯახი მუდმივად დგას საშიში დაავადებების საფრთხის წინაშე. განსაკუთრებით ვითარება მძიმდება, როდესაც ძლიერი წვიმა მოდის. ამ დროს სასმელ წყალთან კანალიზაციის შერევა ხდება. აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლებში პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, თუმცა ის საბოლოოდ გაქრა და ვითარება უცვლელი დარჩა.
პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას ის აუცილებელი რეფორმა გააცნეს, რომელიც პარტიამ სპეციალურად ადგილობრივი თვითმართველობებისთვის შეიმუშავა და რითაც ამგვარი პრობლემების გადაჭრა გახდება შესაძლებელი" - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუისში პაატა ბურჭულაძე ადგილობრივ გლეხებს შეხვდა, სადაც მათ პრობლემებს გაეცნო და გამარჯვების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის ძირეულ ცვლილებებს დაპირდა.
დღის ბოლოს, ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი გორში აფხაზეთის ომის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვია, სადაც პარტიის ინფორმაციით, აფხაზეთიდან დევნილები ყოველგვარი ყურადღების გარეშე არიან დარჩენილები. იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, მათი მაჟორიტარი ერთხელაც არ შეხვედრია მოსახლეობას და მათ პრობლემებს არ გასცნობია.
პაატა ბურჭულაძემ ხელისუფლებას უმოკლეს დროში, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ დევნილებთან შეხვედრისა და მათი დახმარებისკენ მოუწოდა. პარტია ”სახელმწიფო ხალხისთვის” იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში, მათი საცხოვრებელი პირობების შეცვლას დაპირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.