ქობულეთის კულტურის სახლში საღამო გაიმართა. საღამოზე სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერი, ლეგენდარული „ქართული ხმების სოლისტი" და ანსამბლ „ალილოს" დამაარსებელი გურამ თამაზაშვილი გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიების ბოლოს მაცაცო სეფისკვერაძის ახალი სიმღერის პრემიერა შედგა, რომელიც ქობულეთს მიეძღვნა.
კონცერტი გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „მხედრულისა“ და ანსამბლ „ალილოს“ მონაწილეობით ჩატარდა. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
საზეიმო საღამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.