თურქეთში სასკოლო ავტობუსი გზიდან გადავიდა და სარწყავ არხში გადავარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი. 20-მდე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ტრაგიკული შემთხვევა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ოსმანიესთან მოხდა. ავტობუსში სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები იმყოფებოდნენ.
ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსის მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.