ჰელმანდის პროვინციაში ერთი ამერიკელი და ერთი ავღანელი ჟურნალისტი მოკლეს
06-06-2016, 02:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ამერიკელი და ავღანელი ჟურნალისტები მოკლეს. როგორც BBC ამერიკულ რადიოსადგურ NPR-ზე დაყრდნობით წერს, ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს(NPR) ვეტერანი ჟურნალისტი, დევიდ გილკი და ავღანელი ფოტო-ჟურნალისტი და მთარგმნელი, ზაბიჰულა თამანა ავღანეთის არმიის წარმომადგენლებთან ერთად მიემგზავრებოდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს და ყუმბართმტყორცნები ესროლეს.

 

 

ჟურნალისტების გარდა, დაღუპულია ასევე ავღანელი ჯარისკაცი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა. NPR-ის განცხადებით, 50 წლის გილკი და 38 წლის თამანა ქალაქ მარჯაჰში მოკლეს.

 

 

თუ არ ჩავთვლით სამხედრო პირებს, გილკი პირველი ჟურნალისტია, რომელიც ავღანეთში დაიღუპა.

 

 

2011 წელს თეთრი სახლის ფოგოგრაფიის ასოციაციამ დევიდ გილკი წლის ფოტოგრაფად დაასახელა. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, 2007 წელს ვიდეოების სერიისთვის, რომელიც ერაყში ამერიკელი მეზღავაურების სამსახურს ეხებოდა.

 

 

თამანა ავღანეთში ფოტოგრაფი და ჟურნალისტი იყო და ამავე დროს მთარგმნელის მოვალეობას ასრულებდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი