პოლიტიკურმა პარტიებმა მაისში შემოწირულების სახით ჯამში 1 957 899 ლარი მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ყველაზე მეტი შემოწირულება - 1 370 745 ლარი მმართველმა პარტია ”ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ” მიიღო.
შემოწირულების კუთხით მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელმაც გასულ თვეს 266 407 ლარი მიიღო, მესამეზე კი - 113 064 ლარით ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მოდის.
სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ”გირჩი” – 81 295 ლარი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 54 049 ლარი, ”თავისუფალი დემოკრატები” – 28 000, ”გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის” – 26 732 ლარი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”ჩვენი სამშობლო” – 11 000 ლარი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს მშვიდობისთვის” – 2 360 ლარი, ”თავისუფალი საქართველო” – 2 065 ლარი, ”რესპუბლიკური პარტია” – 1 060 ლარი, ”მემარცხენე ალიანსი” – 1 000 ლარი და ”კონსერვატიული პარტია” – 120 ლარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.